5 სიმღერა, რომელიც საფეხბურთო ჰიმნად იქცა

5 სიმღერა, რომელიც საფეხბურთო ჰიმნად იქცა

საფეხბურთო სამყარო კულტურით დახუნძლულია, განსაკუთრებით ისეთ საფეხბურთო ქვეყნებში, როგორებიცაა ინგლისი თუ გერმანია. უამრავი სიმღერა დაწერილა კონკრეტული კლუბებისა და ნაკრებებისთვის, მაგრამ არსებობს ისეთებიც, რომლებმაც საფეხბურთო მნიშვნელობა და ფანების ყურადღება მოგვიანებით შეიძინეს. ამ სტატიაში ხუთ მსგავს სიმღერას გაგახსენებთ.

1. გაიღიმე

სიმღერა, რომელიც ბოლო პერიოდის ქართული ფეხბურთის არაოფიციალური ჰიმნია, რეალურად, 33 წლის წინ დაიწერა. “პერესტროიკის” შემდეგ ტელევიზია შოუბიზნესის თითქმის ერთადერთი ნაწილი იყო, ხოლო იმ კონკრეტული ტელემარათონისთვის, რომლისთვისაც “გაიღიმე” შეიქმნა, გია მაჭარაშვილი და ირმა სოხაძე მუშაობდნენ.

“დასკვნითი სიმღერა არ გვქონდა. სტუდიაში მივედი და ათ წუთში დავწერე ლექსი მელოდიისთვის, რომელიც გიას უკვე დაწერილი ჰქონდა. მე უფრო ნელი ვერსიით ვასრულებდი, სხვა მომღერლებთან ერთად”

ირმა სოხაძე

ტექსტიცა და მელოდიაც იმდენად კეთილი, მარტივი და ხალისიანია, რომ ყველაზე კეთილი ზღაპრის სანუკვარ ბოლოს ყველა ქართველს ერთიანად ეკერა პირზე – სტადიონზე, ქუჩებსა და ბინებში. ზღაპრის პირველი თავი, ლუქსემბურგი, დიდი მუხტი აღმოჩნდა, ხოლო ზღაპრის ბოლო, საბერძნეთი – “კეთილი” კულმინაცია.

2. Yellow Submarine

ყველასათვის ცნობილი “Yellow Submarine” 1966 წელს რინგო სტარის მიერ შექმნილი მელოდიაა, რომელიც ესპანურ კლუბ “ვილიარეალისათვის” აღმასვლისას ყველაზე ახლო მეგობარი აღმოჩნდა. 1967-68 წლების სეზონიდან , როცა კლუბი სეგუნდა დივიზიონში ასვლას ცდილობდა, ახალგაზრდა ფანების ჯგუფმა ამ სიმღერის ლირიკა ოდნავ შეცვალა და თამაშებზე სკანდირება დაიწყო. 2000-იან წლებებამდე კლუბის ფერები იცვლებოდა, მაგრამ 2004/05 სეზონიდან კლუბმა საშინაო ფორმა სიმღერას და ზედმეტსახელს მიუძღვნა და, წინდების ჩათვლით, გააყვითლეს.

3. You Will Never Walk Alone

1945 წელს ბროდვეიზე შექმნილი სიმღერის ბრიტანული ქავერი “Gerry & The Pacemakers”-მა 1963 წელს ჩაწერა და მალევე ლივერპულის ფანების საყვარელი სიმღერა გახდა. ბევრმა არ იცის, რომ ამ სიმღერას ფეხბურთთან სხვა შეხებაც აქვს. კომპოზიცია დორტმუნდის ბორუსიას გულშემატკივრისთვისაც მნიშვნელოვანი მონაპოვარი გახდა მას შემდეგ, რაც 90-იან წლებში ბორუსიას ფანმა ბენდმა ოფიციალური ქავერი ჩაწერა. ამ სიმღერასთან დაკავშირებული ყველაზე სასიამოვნო კადრები კი 2016 წლისაა, როცა დორტმუნდისა და ლივერპულის დაპირისპირებისას ორი საერთო მენტალიტეტისა და, შეიძლება ითქვას, მეგობარი კლუბის გულშემატკივრები ერთხმად მღეროდნენ ამ სიმღერას.

4. Sarà perché ti amo

“მილანის” თამაში სან სიროზე ამ სიმღერის გარეშე წარმოუდგენელია. 1981 წელს შექმნილი სიმღერა მილანის შავ-წითელი მხარის ჰიმნად იქცა მისი ადვილად დასამახსოვრებელი მელოდიის გამო. სიმღერის სახელი ითარგმნება, როგორც “[ყველაფერი] ასე იქნება, რადგან მიყვარხარ”. როცა სერია B-დან ახალდაწინაურებული კლუბი, საშინაო წარმატებების გარდა, ევროპაშიც სოლიდურად ასპარეზობდა, კლუბმა ტრადიცია – თამაშამდე ფანების ნამღერი Sarà perché ti amo – ამ პერიოდში შეიძინა. ერთადერთი მონაკვეთი, რომელიც ტიფოზებმა ტექსტში ამ დროის განმავლობაში შეცვალეს -perché ti amo” (“რადგან მიყვარხარ”) შეიცვალა ფრაზით “perché tifiamo” (“რადგან გგულშემატკივრობ”).

5. Freed from Desire

ამ კონკრეტულ სიმღერას განსაკუთრებული ახსნა არ სჭირდება – მისახვედრად ქუთაისელი ფენომენოს მოკლე ვიდეოც საკმარისია. Much, much love to Budu!

ნახეთ: ინტერვიუ ბარბარა ასლამაზთან