5 მარტივი სალაშქრო მარშრუტი დამწყები მოლაშქრეებისთვის

5 მარტივი სალაშქრო მარშრუტი დამწყები მოლაშქრეებისთვის

საქართველოს ტერიტორია მდიდარია სალაშქრო ადგილებით როგორც გამოცდილი მოლაშქრეებისთვის, ასევე დამწყებებისა და მოყვარულებისათვის. ამ სტატიაში 5 მარტივ სალაშქრო მარშრუტს გაგაცნობთ.

ზეკარი

ზეკარის პანორამულ ხედებზე მოსახვედრად ძვირფასმერქნიანი ტყის გავლაა საჭირო, საიდანაც კავკასიონის მთების მცირე ნაწილი,  გორაკები და მდელოები მოჩანს. უღელტეხილზე ცხვრის ფარები და მწყემსები  მუდმივადაა, რომლებიც მგზავრებს მასპინძლობენ  და ბინასაც სთავაზობენ, გარდა იმისა, რომ სწორ ზედაპირზე კარვის გაშლის შესაძლებლობა და ტურისტულ თავშესაფარში დაბინავებაც არის შესაძლებელი, ნებისმიერ სეზონზე.

ლომისმთა

დაცულ ტერიტორიებზე ლომის მთამდე მარკირებულ ბილიკზე სიარული წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. დეკემბრის თვეში, თოვლიან გზაზე სიარულისთვის კი სალაშქრო აღჭურვილობაში, დამატებით, გამაშები იქნება საჭირო, წყალგაუმტარ ფეხსაცმელთან ერთად. რეგისტრაციის გავლა და რუკის შეძენა ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრშია შესაძლებელი. ლომის მთაზე დაბინავება როგორც კარვებში, ასევე შეშით მომარაგებულ ტურისტულ თავშესაფარშია შესაძლებელი.

შდუგრას (უშბის) ჩანჩქერი

საქართველოში ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერის ნახვა ბეჩოს თემში, სოფელ მაზერიდან 3 კილომეტრშია შესაძლებელი – წიწვოვანი ტყის გავლითა და მდინარის გადაკვეთით. ჩანჩქერამდე მიმავალი გზა მინდვრებით იწყება, სადაც დაბანაკება და აღჭურვილობის დატოვებაა შესაძლებელი. ჩანჩქერის ზემოთ მოსაქცევად, რომელიც დაახლოებით 120 მეტრის სიმაღლისაა, დამატებით საშუალო სირთულის გზის  3 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლაა საჭირო. შედეგად,  უშბის ძირში სვანეთის ხედსა და მყინვარს იხილავთ.

სამშვილდის კანიონი

ჯავახეთში, ფარავნის ტბის გარდა, აუცილებლად მოსანახულებელია სოფელი ტაბაწყური, ტბაში შეჭრილი სოფელი. ტაბაწყურის ტბის ცენტრში კუნძულია, რომელზეც ბინადრობენ წითელ წიგნში შეტანილი იხვები – გარიელები. კუნძულზე მოხვედრაში  ადგილობრივი  მეთევზეებიც დაგეხმარებიან.  ტაბაწყურის ტბამდე მისვლა სამი გზითაა შესაძლებელი: გარდა წალკიდან და ახალქალაქიდან ასასვლელი გზისა, ბაკურიანიდან 28 კილომეტრში, ცხრაწყაროს უღელტეხილის გავლით და  “გარიელების” მარკირებულ მარშრუტზე მიყოლით, ტაბაწყურში აღმოჩნდებით.

ტაბაწყურის ტბა

ნახეთ: ინტერვიუ ბარბარა ასლამაზთან