8 მოახლოებული კონცერტი აჭარაში

8 მოახლოებული კონცერტი აჭარაში

ზაფხულის მიწურულს შვებულებით გახარებულ დამსვენებლებს აჭარა მუსიკალური ღონისძიებებით დახუნძლული მასპინძლობს. ჩვენ თავი მოვუყარეთ განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვან კონცერტებს, რომლებიც მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იგეგმება. ამ ღონისძიებებისა და არტისტების შესახებ კი ამ სტატიაში შეიტყობთ.

17 აგვისტო – ნოდარიკო ხუციშვილი

17 აგვისტოს 20:00 საათზე რედისონ ბლუ ბათუმის განახლებულ რესტორან “მედეაში”  ნოდარიკო ხუციშვილისა და J3 ბენდის ერთობლივი კონცერტი გაიმართება. ნოდარიკო ხუციშვილი ფართო აუდიტორიისთვის პროექტ “მხოლოდ ქართულიდან” გახდა ცნობილი. მისი შემოქმედება როგორც ქართულ, ასევე უცხოურ სიმღერებს აერთიანებს. ნოდარიკომ ახლახანს გამოუშვა ახალი სიმღერა “AREMARE”, რომელიც ზაფხულის მზიან დღეებს კიდევ უფრო გაგიხალისებთ და პოზიტიურ განწყობაზე დაგაყენებთ.

ღონისძიებას Iveria Beach-ზე ტექსასელ-კარიბელი მუსიკოსი Brian Brewster (Aquarius Heaven) გააგრძელებს. მრავალჟანრობრივი მუსიკოსი დინამიური ვოკალითა და ინოვაციური ცოცხალი შესრულებით გამოირჩევა.

18 აგვისტო – Jungle

18 აგვისტოს Black Sea Arena Front Stage-ზე მსმენელის წინაშე ბრიტანული ელექტრონული მუსიკით პროექტი Jungle წარსდგება, რომელიც 2013 წელს Josh Lloyd-Watson-მა და Tom McFarland-მა შექმნეს. გარდა ელექტრონული მუსიკისა, მათი შემოქმედება ჰიპ-ჰოპის, ნეო სოულისა და კლასიკური R&B-ის ელემენტებსაც მოიცავს. დაარსებიდან დღემდე, ბენდი მსოფლიოს ცნობილ მუსიკალურ ფესტივალებსა და საკონცერტო დარბაზებში დაუვიწყარ შოუს დგამს მსმენელისთვის.

კონცერტის დაწყებამდე, სცენას ქართულ თანამედროვე მუსიკაში გამორჩეული არტისტები, ნინი ნუცუბიძე და ნიკალა ზუბიაშვილი დაიკავებენ. მათ შემოქმედებაში ქართული ტრადიციული კულტურული მოტივები, ელექტრონული ჟღერადობა და ექსპერიმენტალური მუსიკაა გაერთიანებული.

19 აგვისტო – ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა”

19 აგვისტოს Mono Hall ბათუმის სცენას ქართული ალტერნატიული ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” დაიკავებს. ჯგუფი პირველად 2012 წელს სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” გამოჩნდა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. შედეგად, ბენდი სერიალის ფარგლებს გასცდა და რეალურ ცხოვრებაში დაიწყო მოღვაწეობა. ისინი ძირითადად ქართული სიმღერების თანამედროვე ვერსიების შექმნით არიანდაკავებული.


22 აგვისტო  – “მგზავრები”

22 აგვისტოს, ზაფხულის მიწურულს, ჯგუფი “მგზავრები” კიდევ ერთხელ დაიკავებს ბათუმის Mono Hall-ის სცენას. ჯგუფი უკვე 18 წელია არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ მათი შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა, “მგზავრები” ქართველი მსმენელისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ჯგუფად რჩება. მათი მუსიკა ფოლკლორულ და კლასიკურ ელემენტებს აერთიანებს. გარდა ამისა, ჯგუფი ხშირად მიმართავს იმპროვიზაციასაც.

კონცერტის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ, სტუმრებისთვის  დადებითი განწყობის შექმნაზე დიჯეი Dicho იზრუნებს.

23 აგვისტო – Stephane

23 აგვისტოს ბათუმის Mono Hall-ში მსმენელის წინაშე სტეფანე მღებრიშვილი წარსდგება. მისი შემოქმედება 20 წელზე მეტია აქტუალურია. ქართულ პოპ კულტურაში ელექტრონული, პოპ და ფანკ ჟღერადობის შემოტანა სწორედ მის სახელს უკავშირდება. ის ორინიგინალურად ახერხებს ელექტრონული მუსიკის, პოპის, ბლუზის, დისკოსა და ფანკის შერწყმას. კონცერტს საინტერესო და გემოვნებიანი სელექციით დიჯეი ტატო რუსია განაგრძობს.

24 აგვისტო – Bedford Falls

24 აგვისტოს ბათუმის მონო ჰოლი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და საინტერესო ქართულ ინდი როკ ჯგუფს, Bedford Falls-ს უმასპინძლებს. ბენდი 2014 წელს შეიქმნა და მას შემდეგ არაერთი ერთგული მსმენელი მოიპოვა. მათი შემოქმედება ჟანრობრივად საკმაოდ მრავალფეროვანია და სახასიათო, ნოსტალგიური მელოდიებით გამოირჩევა. ბენდის ბოლო ალბომი სახელწოდებით “Miende” 2023 წლის მაისში გამოვიდა და 14 სიმღერას აერთიანებს. მათ შორისაა ჯადოსნური სინგლი “Kino”, რომელიც 2 წლის წინ დარელიზდა და მსმენელის სიყვარული მალევე დაიმსახურა. კონცერტის შემდეგ მსმენელი დიჯეი ტატო რუსიას მოსმენას შეძლებს.

24 აგვისტო – Diana King

24 აგვისტოს ბათუმის სოჰოში ლეგენდარული, გრემის მფლობელი დაიანა კინგისკონცერტი გაიმართება. ის იამაიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დაფასებული არტისტია. დაიანა კინგი სოჰოს სცენაზე თავის ცნობილ ჰიტებს შეასრულებს, როგორებიცაა “Shy Guy” და “I say a little prayer”.


25 აგვისტო – Kordz X Mechanical Rainbow X Stephane

25 აგვისტოს ბათუმის მონო ჰოლში ტრანსფორმაციული Kordz-ის, სტეფანე მღებრიშვილისა და ჯგუფ Mechanical Rainbow-ს ერთობლივი კონცერტი ჩატარდება.

ალექსანდრე კორძია, იგივე Kordz თავისი გამორჩეული ლაივ სეტებითა და საინტერესო კოლაბორაციებითაა ცნობილი. ხოლო როგორც კომპოზიტორსა და შემსრულებელს, Kordz-ს ევროპულ ორკესტრებთან და ანსამბლებთან თანამშრომლობის უდიდესი გამოცდილება აქვს.

სულ რაღაც 1 თვეა გასული, რაც Kordz-ის, Mechanical Rainbow-სა და Stephane-ს კოლაბორაცია შედგა და მათი სიმღერა სახელწოდებით “SDEQ” ოფიციალურად დარელიზდა. ის ერთ-ერთია Kordz-ის ახალი EP-დან, რომელიც რამდენიმე ტრეკს აერთიანებს. სიმღერას ოფიციალური ვიდეოც ახლავს თან და შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი ჰიტია.

ნახეთ: ინტერვიუ ბარბარა ასლამაზთან