Friendship Diary x GREATZURA

Friendship Diary x GREATZURA

Tbilisi Open Air საქართველოში ახალგაზრდა მუსიკოსების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მხარდამჭერად ჩამოყალიბდა. ყველასათვის ცნობილი არტისტების გარდა, რომლებიც, როგორც წესი, მთავარ სცენაზე მღერიან, ფესტივალზე შედარებით ნაკლებად ცნობილ, თუმცა არანაკლებ საინტერესო შემოქმედების მქონე მუსიკოსებსაც შეგიძლიათ მოუსმინოთ.

Tbilisi Newcomers-ზე მოპოვებული წარმატების შემდეგ, 2024 წლის Singer Stage-ს შაბათს greatzura გახსნის. greatzura ოცი წლის ქართველი მუსიკოსის, ზურა გიგნაძის, სასცენო სახელია. მიუხედავად ასაკისა, ზურამ უკვე გამოუშვა სადებიუტო ალბომი InmostReverie, რომელშიც ათი სიმღერა შევიდა. ინდი-პოპ ჟანრის ალბომის თითოეული სიმღერა მელოდიურობითა და ემოციური ტექსტით მსმენელს, თითქოს, პირადად ესაბურება და მის მონუსხვას ადვილად ახერხებს. გარდა ორიგინალური სიმღერებისა, ზურა საკუთარ Youtube და Tiktok არხებზე სიმღერების ქავერებსაც აქვეყნებს, რომელთაც 100 000-მდე მოწონება აქვთ.

greatzura “პასტელის” მკითხველს რუბრიკით Friendship Diary გაეცნობა.

ნახეთ: ინტერვიუ ბარბარა ასლამაზთან

ლევან აბაშიძე Avatar