Friendship Diary x MECHANICAL RAINBOW

Friendship Diary x MECHANICAL RAINBOW

ზაფხულის მოსვლას ქართველი მსმენელი ყოველთვის განსაკუთრებით ელოდება. მიზეზი მარტივია – კავკასიაში ყველაზე დიდი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air, ტრადიციულად, ივნისში ტარდება. გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია. Lisi Wonderland ფესტივალს 21, 22 და 23 ივნისს უმასპინძლებს. როგორც წინა წლებში, 2024 წლის Open Air-ზეც სცენას როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არტისტები დაიკავებენ.

Mechanical Rainbow ერთ-ერთი პირველი ბენდია, რომელიც პარასკევს მთავარ სცენაზე დაუკრავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სცენაზე წლევანდელი გამოსვლა მათთვის პირველი იქნება, ფესტივალის ერთგული სტუმრები მათ 2023 წლის Singer Stage-ზეც იხილავდნენ. შარშანდელი გამოსვლის შემდეგ, მათი ცნობადობა საგრძნობლად გაიზარდა, რის მთავარ მიზეზადაც ბენდის ჯერჯერობით ბოლო სინგლი HOPE შეგვიძლია ჩავთვალოთ. ექვს თვეზე ნაკლებ დროში სიმღერამ ნახევარ მილიონამდე ნახვა დააგროვა. იმატა კონცერტების რაოდენობამაც – ერთი წლის შუალედში Mechanical Rainbow-მ რამდენიმე ქალაქში დაუკრა. როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, პოპულარობის ზრდასთან ერთად შეიცვალა და დაიხვეწა საქმისადმი მიდგომაც, რაც მათ წარმატებას ერთიორად უწყობს ხელს.

ახალი თაობისთვის საყვარელი ბენდი “პასტელის” რუბრიკის Friendship Diary პირველი სტუმარია. ჯგუფის ხუთივე წევრმა ტრადიციულისგან ოდნავ განსხვავებული კითხვების მქონე “მეგობრობის დღიური” შეავსო, რომლითაც მსმენელი მათ უფრო ახლოს გაიცნობს.

Mechanical Rainbow სოციალურ ქსელში

ნახეთ: ინტერვიუ ბარბარა ასლამაზთან

ლევან აბაშიძე Avatar