Friendship Diary x SEXY BICYCLE

Friendship Diary x SEXY BICYCLE

Tbilisi Open Air-ის ზინგერ სცენა შაბათს ნიკა ელიას პროექტმა Sexy Bicycle დაიკავა. ბენდი 2010-იანი წლების დასაწყისში ესპანეთში შეიქმნა. მას შემდეგ ჯგუფში რამდენიმე წევრი შეიცვალა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კი სოლო პროექტიც იყო. ამჟამად ნიკას გარდა ჯგუფის სამუშაო პროცესში მონაწილეობას კიდევ ოთხი ადამიანი იღებს. ხუთივე მათგანს “პასტელის” მეგობრობის დღიური უფრო ახლოს გაგაცნობთ.

ჯგუფის მუსიკა ერთი ჟანრით არ იზღუდება და ძირითადად ფსიქოდელიას, დრიმ-პოპსა და აკუსტიკურ როკს მოიცავს. საქართველოში ჩატარებული კონცერტების გარდა, Sexy Bicycle ისეთ პოპულარულ საერთაშორისო ფესტივალებზეც უკრავს, როგორებიცაა Primavera Sound და South by Southwest. რამდენიმე დღის წინ ბენდმა ახალი სინგლი Plantasia გამოუშვა.

ნახეთ: ინტერვიუ ბარბარა ასლამაზთან

ლევან აბაშიძე Avatar