Friendship Diary x TAPE VISITORS

Friendship Diary x TAPE VISITORS

Tbilisi Open Air, ყველასათვის საყვარელი ბენდების ერთ სივრცეში გაერთიანების გარდა, მსმენელებს ახალბედა არტისტების გაცნობაშიც უწყობს ხელს. ტრადიციულად, ორგანიზატორები ფესტივალის დაწყებამდე კონკურსს Newcomers Tbilisi მართავენ, რომლის გამარჯვებულებიც საკუთარ მუსიკას ფესტივალზე ასრულებენ. გამონაკლისი არც წლევანდელი ღონისძიებაა – 2024 წლის Newcomers-ის გამარჯვებული ბენდი Tape Visitors გახდა, რომელიც Open Air-ის მთავარ სცენას პარასკევს, 19:00-ზე გახსნის.

ხანმოკლე არსებობის მიუხედავად, ბენდს მრავალრიცხვოვანი ერთგული მსმენელი ჰყავს, რაც მათი განსხვავებული და გამორჩეული შემოქმედების დამსახურებაა. რამდენიმე დღის წინ ჯგუფი Bedford Falls-ის კონცერტის გამხსნელადაც მოგვევლინა. Tape Visitors ინსპირაციას სხვადასხვა ჟანრიდან იღებს და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან მუსიკას ქმნის, რაც ისეთი სინგლებით გამოიხატება, როგორებიცაა, მაგალითად, POSSIBLE და ATTEND.

Tape Visitors რუბრიკის Friendship Diary მორიგი სტუმარია. ბენდის ყველა წევრმა “მეგობრობის დღიური” შეავსო, რომლითაც “პასტელის” მკითხველი მათ შესახებ მეტს გაიგებს.

ნახეთ: ინტერვიუ ბარბარა ასლამაზთან

თიკა გობაძე Avatar